შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს.

სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!

ცოლ-ქმარ ოლივერ და ბარბარა როუზებს, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ ის, ხანმოკლე აღმოჩნდა. თანდათან ოჯახური უთანხმოებები ნამდვილ ომში გადაიზარდა. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. და მათ ის გადადგეს.

დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?

ჯონ არნოლდს სჯერა, რომ ის ლეგენდარული დონ ჟუანია, რისთვისაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება და მას ექიმი ჯეკ მიქლერი მკურნალობს. თერაპიის კურსი თავად ექიმისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდება....