რას მოიმოქმედებდით თუკი აღმოაჩენდით, რომ დროში გადაადგილება შეგიძლიათ? მაკიტი კონო სკოლის ნიშნების გამოსწორებით და რთული ურთიერთობების მოგვარებით იწყებს. მაგრამ სულ მალე ხვდება - იმისათვის, რომ თავისი ცხოვრება მოაგვაროს და ახლობლების მომავალს იმედი შთაბეროს, გაცილებით მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე დროის ძალაუფლება.

სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.