სადღაც იორკშირში ახალგაზრდა ფერმერი ჯონი ცხოვრობს. იგიჩვეულებრივი მარტოხელას ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც მხოლოდ დალევა და ერთჯერადი სექსია. როდესაც მიხვდება რომ ყველაფერს მარტო ვერ უმკლავდება იგი დასახმარებლად დაიქირავებს ახალგაზრდა რუმინელ მიგრანტს. დაიქირავებს და შეუყვარდება იგი, პირველად მის ცხოვრებაში.

ოდესღაც მარინას დენიელი ერქვა და ის კაცი იყო, მაგრამ როგორც არ უნდა შეცვლილიყო ის გარეგნულად შინაგანად მაინც ქალად გრძნობდა თავს. იგი მის შეყვარებულთან ორლანდო ონეტოსთან ერთად იგუასუს ჩანჩქერზე მიდის. ცხოვრება მათ სიურპრიზს უმზადებს. ორლანდო საშინელი თავის ტკივილით იღვიძებს, ისინი საავადმყოფოში მიდიან , მაგრამ უკვე გვიანია ორლანდო მკვდარია. მარინას მკვლელობაში ადანაშაულებენ...