მდიდართა სახლში გამოჩნდება უცნაური სტუმარი. ის რიგრიგობით სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს ოჯახის ყველა წევრთან- ვაჟთან, ქალიშვილთან, დედასთან, მამასთან და მსახურთან. სტუმარი მიდის და ოჯახის ჩვეული ცხოვრება საფუძვლიანად ინგრევა.

სამხრეთ ამერიკის ციხეში ორი ადამიანი ერთსა და იმავე საკანშია, ერთი ჰომოსექსუალია უხამსი ქცევისთვის, მეორე კი პოლიტიკური მიზეზების გამო. სანამ პირველი ცდილობს რეალობისგან თავის დაღწევას, მეორე კი არსებული მდგომარეობის მიზეზებზე ფიქრობს. მათ მოუწევთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.

შირინისათვის იდეალური სპარსული ოჯახის წევრობა საკმაოდ რთულია:მშობლებმა არაფერი იციან სიყვარულზე შვილის თავისუფალი შეხედულებების შესახებ, მეგობარს კი არ ესმის თუ რატომ ვერ ეუბნება ის მათ ამას. ძმის ირანელ გოგოზე დანიშვნის შემდეგ, შირინი შეწინააღმდეგებას იწყებს.