განქორწინებული მხატვარი როზა ცხოვრობს მდიდარ ვაჭარ სეზართან, რომელთანაც მშვიდი და სტაბილური ურთიერთობა აქვს. მოულოდნელად, როზა ხვდება ყოფილ საყვარელს, დევიდს, რომელმაც გაანადგურა მისი ქორწინება. როზა შოკირებულია მისი გარეგნობით, რადგან ჯერ კიდევ შეყვარებულია მასზე. როზასთან გულწრფელად მიჯაჭვულ სეზარს არ სურს მისი დაკარგვა და გადაწყვეტს არაჩვეულებრივი ნაბიჯის გადადგმას - მათთან საცხოვრებლად ეპატიჟება დავითს.

ომარი ჰომოსექსუალი პაკისტანელი ბიჭია, ის ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. ის თავის მეგობარ ჯონისთან ერთად გადაწყვეტს ბინძური ფულით სამრეცხაო გახსნას.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.

ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის. ხანდახან ცხოვრება ადამიანს შანს აძლევს. სწორედ ეს შანსი მიიღო მანაც, როდესაც მისმა უფროსმა ევროპაში დასვენების დროს ფეხი იტკინა. შეუმჩნეველი ტასი მის ადგილს იკავებს, ბროკერებს იცნობს და სერიოზულ საქმეებს აწარმოებს. როდესაც გამოჯანმრთელებული უფროსი ბრუნდება, იგებს, რომ მისი ადგილი დაკავებულია, საქმრო სხვასთან არის წასული და არსებობს უამრავი წვრილ-წვრილი უსიამოვნებები.