ერიკა არის ვენის კონსერვატორიის პროფესორი. მაგრამ ის თავად შორს არის ზეციური სფეროების ჰარმონიისგან. ქალს ჯერ კიდევ ერთ საწოლში სძინავს თავის მოხუც დედასთან ერთად, ფარულად სტუმრობს პორნო მაღაზიებს და საწოლის ქვეშ ინახავს სადომაზოხისტური იარაღების კომპლექტს. როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს შეუყვარდება იგი, თავისი რეაქციითა და ქცევით შოკში აყენებს მას.

1984 წელი, ბრიტანელი პრესის რეპორტიორი არტურ სტიუარტი იკვლევს 70იანი წლების როკ ვარსკვლავის ბრაიან სლეიდის კარიერას. გლამურულმა როკ მომღერალმა დიდი გავლენა მოახდინა ამერიკული როკის მომღერალ კურტ ვაილდზე, რომლის შოუ ძალზე გულახდილი იყო იმ დროისათვის.

ფილმი ორი ნორვეგიელი ბიჭის თინეიჯერული სიყვარულის შესახებ, რომლებიც პოპულარულია გოგონებში. ისინი გადაწყვეტენ გამოაცხადონ სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სხვადასხვა ქალაქში არიან...