იესო ნაზარეთელის უკანასკნელი დღეები. ფილმმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას და გადაღებულია არა სახარების, არამედ ნიკოს კაზანზაკის რომანის, "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" მიხედვით.
აქსელი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში, სანამ მისი არიზონელი ბიძა ქორწილში არ დაპატიჟებს. ბიძამის სურს, რომ აქსელი ოჯახურ ბიზნესში ჩართოს. არიზონაში ჩამოსული აქსელი უცნაურ დედა-შვილს გაიცნობს და ერთერთ მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს.
ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.
როცა რომელიმე ჩვენგანს უჭირს, სამაშველოში მისული სამართალდამცავი ანგელოზს ჰგავს. უბედურების წუთებში ის ერთადერთი მხსნელი და მფარველია. თქვენ მას ენდობით მთლიანად და დაუფიქრებლად. და არავინ, არავითარ შემთხვევაში არ იეჭვებს, რომ კეთილშობილური გარეგნობის მიღმა, ლამაზად დაჭერილი პოლიციის ქურთუკის ქვეშ, შეიძლება ეშმაკი იმალებოდეს ...