ჰამლეტი არის დენმარკის პრინცი, რომელიც ბრუნდება სახლში მამის მკვლელის საპოვნელად. მისი დედა თხოვდება მკვლელზე, მის ბიძიაზე. ამასობაში ომი მწვავდება.

და-ძმა ჯუდი და პიტერი ჯადოსნურ თამაშს აღმოაჩენენ. ეს თამაში მათ მაგიური სამყაროს კარს გაუღებს და ბავშვებიც უნებლიედ თამაშიდან ალანს მოიწვევენ - ალანი არის ზრდასრული ადამიანი, რომელიც 26 წლის მანძილზე თამაშში იყო გამომწყვდეული მათ სასტუმრო ოთახში. ალანის გათავისუფლების ერთადერთი შანსი თამაშის დამთავრებაა, რაც საკმაოდ სარისკოა, რამდენადაც სამივე მოთამაშე გიგანტური მარტორქების, ბოროტი მაიმუნების და სხვა საშიში არსებების გარემოცვაში იმყოფება.

დღე თინეიჯერების ცხოვრებიდან, რომლებიც მანხეტენის გარეუბნებში დაეხეტებიან. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა... მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია. დაუმორჩიებელი ახალგაზრდობის, მთელი 90-ნი წლების სიგიჟე.

თურმე, ბრძოლის ველზე ცოცხლად გადარჩენა ბევრად ადვილია, ვიდრე ლოს–ანჟელესში ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა იზი როულინსმა დაკარგა სამსახური და მალე შესაძლებელია სახლის გარეშეც დარჩეს. ამიტომაც როდესაც მას შესთავაზებენ გამოსვლას კერძო დეტექტივის როლში და საიდუმლო ლამამაზმანის პოვნას, იზი მაშინათვე დათანხმდება. 100 დოლარი ასეთი იოლი საქმისათვის ხომ არაფერია... თუმცა სიკვდილი 100 დოლარად მას არ დაუგეგმავს.