ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.
ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!
ლეო, გერცოგი მეცხრამეტე საუკუნიდან, აღმოჩნდება თანამედროვე დროში. იგი მოულოდნელად კეიტ მაკკეის ხვდება. ლეო მიმზიდველი ჯენტლმენია, კეიტი კი ჩვენი დროის წარმატებული, საქმიანი ქალი.
ნიუტონების ოჯახი კომფორტულ სახლში ცხოვრობს, მაგრამ მათ რაღაც აკლიათ.ეს სიცარიელე ივსება პატარა ლეკვით, რომელიც მათ ოჯახში და ცხოვრებაში შემოდის.