შანგ-ჩი – კუნგ-ფუს ოსტატია, რომელიც იზოლაციაში გაიზარდა და მისი მამის მანდარინის ხელმძღვანელობით მრავალი ვარჯიშის წყალობით ბავშვობიდანვე სრულყოფილად აითვისა საბრძოლო ხელოვნება. როდესაც მას საიდუმლოებით მოცული ტერორისტული ორგანიზაციის “ათი ბეჭდის” ქსელში ჩიაითრევენ, მთავარი გმირი იძულებულია საკუთარი წარსულის მოჩვენებეს და მამას დაუპირისპირდეს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ხელში ჩაგდება ჩაიფიქრა.

დენი და უილერი იმ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. უილერი ყველაფერზე ხალისობს, დენის კი აღარაფერი ახარებს, ყველაფერთან ერთად მას შეყვარებული გოგონა ტოვებს. ერთხელაც ისინი მეპატრონის სატვირთო მანქანას გადააყირავებენ და სასამართლოში აღმოჩნდებიან. საბოლოოდ მათ შეუმსუბუქებენ სასჯელს და ბავშვების აღსაზრდელ პროგრამაში ჩართავენ. დენი და უილერი ერთ დღეში ხვდებიან, რომ ციხეში ჩაჯდომა ჯობდა.

ჯეკ ბდუნოს ცხოვრებაში, წარუმატებელი ტაქსისტის ლას–ვეგასიდან, ყველაფერი თავდაყირა დადგა იმის შემდეგ, რაც მის ტაქსში გაქცევისას, ჩახტნენ ტონი და ტია. მალე ის მიხვდება, რომ მის მგზავრებს არაჩვეულებრივი პარანორმალური ნიჭი გააჩნიათ და მას მათი დაცვა მოუწევს.