შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.
ჩინეთი სამთავროებადაა დაყოფილი, რომლებიც გამუდმებით ომებს აწარმოებენ ერთმანეთთან. მათ შორის ყველაზე ძლიერია ცინი, რომელმაც ერთი-მეორის მიყოლებით სამთავროების დაპყრობა დაიწყო. ლიანის და ვეის სამთავროთა შორის გაჩაღებულ სასტიკ ბრძოლაში მხოლოდ ორი მეომარი გადარჩა - ვეის ჯარის ახალგაზრდა მხედართმთავარი და მისი მოწინააღმდეგე, უბრალო ჯარისკაცი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად უნდა ომი. მხედართმთავარი ჯარისკაცის ტყვეობაში აღმოჩნდა.
მოქმედება ხდება პირველი სურათიდან ათწლეულების შემდეგ. ომი მიმდინარეობს და ძიძა-ჯადოქარი ყურადღებას ორ ოჯახს ყოფს: სოფლად და ქალაქად. ფრონტზე ოჯახების მამები არიან, დედები კი ამჯერად მოსიყვარულე მშობლების როლს ასრულებენ.