ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ირლანდიელ რესპუბლიკელთა არმიის ბოევიკებთან ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯოდის,რომელიც თავის მეციხოვნე ფერგიუსს დაუმეგობრდა, მაგრამ მათი მეგობრობა მხოლოდ ტრაგედიით თუ დამთავრდებოდა. ფერგიუსი ბრძანებას იღებს, რომ დახვრიტოს ტყვე. ის იძულებულია ბრძანება შეასრულოს, რის შემდეგაც ლონდონში მიემგზავრება. ფერგიუსმა ჯოდის უკანასკნელი სურვილი უნდა შეასრულოს და მისი შეყვარებული დილი უნდა მოძებნოს, რომელიც ფოტოსურათზე ნახა.

ფილმი ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანზეა. ერთ-ერთი მათგანია თემმისი, რომელიც მამის მხარდაჭერას არ ელოდება, სახლიდან ტოვებს და მოქანდაკის პროფესიას ირჩევს. მალე ის კარგავს სამსახურს, მაგრამ არ აპირებს წარუმატებლობის შეგუებას. იშხანს ფიზიკური დაზიანებები აქვს და იძულებულია დედასთან პენსიით იცხოვროს. დროთა განმავლობაში ეს ტვირთი აუტანელი ხდება. ბედი აკავშირებს ამ ორ ადამიანს და ისინი ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს. მათ ერთად მოუწევთ ბევრი რთული გამოცდის გავლა და ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებენ.