დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

ახალგაზრდა მამაკაცი (კრუზი) მისი პატრონის ქალიშვილთან (კიდმანი) ერთად ირლანდიიდან გაიპარება. 1893 წელს ისინი ოკლაჰომაში მიწის ყიდვაზე ოცნებობენ. ახალ ადგილას ჩასულები ისინი სამსახურს მოძებნიან და ფულის შეგროვებას იწყებენ. კაცი კრივს მოკიდებს ხელს და თავიდან წარატებულიც არის ამ საქმეში, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდება და მას საკუთარი დამქირავებლები უკაპიკოდ დატოვებენ, ისე, რომ ზამთარში შიმშილიც კი უწევს. ამის მიუხედავად ფილმის გმირები მაინც იბრძვიან მათი ოცნებისათვის.

თავისი მეგობრისა და ახალგაზრდა საყვარლის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეამბოხე რენ მაკკორმაკი გადაწყვეტს შეცვალოს მეუფე მამა მურის მიერ დაწესებული ძველმოდური წესრიგი და აიძულოს ღვთისმოსავი ქალაქელები „ძველი დღეები შეარყიონ“.

18 წლის კეიტი ვენდეტო ჩიკაგოდან ჩამოვიდა ჰავანაში ოჯახთან ერთად. მას პრესტიჟულ კოლეჯში უნდა ჩაბარება, მაგრამ ოცნებობს მოცეკვავე გახდეს. შემთხვევით ოტელში ის ოფიციანტს ხავიერს გაიცნობს, რომელიც ვირტუოზი მოცეკვავე აღმოჩნდება. ხავიერი დათანხმდება მას ცეკვის ხელოვნება შეასწავლოს.