მერაბი ბავშვობიდანვე ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლში დადიოდა მის ცეკვის პარტნიორთან, მარისთან ერთად. მერაბის სამყარო მოულოდნელად აღმოჩნდა თავდაყირა, როდესაც ქარიზმატული ირაკლი გაჩნდა მის ცხოვრებაში. იგი გახდა მერაბის კონკურენტი და სურვილიც. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბი აღმოაჩენს, რომ უნდა გათავისუფლდეს და რისკავს.

ახალგაზრდა მამაკაცი (კრუზი) მისი პატრონის ქალიშვილთან (კიდმანი) ერთად ირლანდიიდან გაიპარება. 1893 წელს ისინი ოკლაჰომაში მიწის ყიდვაზე ოცნებობენ. ახალ ადგილას ჩასულები ისინი სამსახურს მოძებნიან და ფულის შეგროვებას იწყებენ. კაცი კრივს მოკიდებს ხელს და თავიდან წარატებულიც არის ამ საქმეში, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდება და მას საკუთარი დამქირავებლები უკაპიკოდ დატოვებენ, ისე, რომ ზამთარში შიმშილიც კი უწევს. ამის მიუხედავად ფილმის გმირები მაინც იბრძვიან მათი ოცნებისათვის.

18 წლის კეიტი ვენდეტო ჩიკაგოდან ჩამოვიდა ჰავანაში ოჯახთან ერთად. მას პრესტიჟულ კოლეჯში უნდა ჩაბარება, მაგრამ ოცნებობს მოცეკვავე გახდეს. შემთხვევით ოტელში ის ოფიციანტს ხავიერს გაიცნობს, რომელიც ვირტუოზი მოცეკვავე აღმოჩნდება. ხავიერი დათანხმდება მას ცეკვის ხელოვნება შეასწავლოს.

1927 წ გარემოებები აშორებს ოჯახს შორეული რუსული გარეუბნისგან. მამა სამუშაოს საძიებლად ამერიკაში მიდის ემიგრაციაში, ხოლო ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელიც ცდილობს მისი კვალის პოვნას, ბედის ნებით მალევე აღმოჩნდება ინგლისის ქრისტიანულ ბავშვთა სახლში. აქ იგი იღებს ახალ სახელს - სუზი და ახალი ცხოვრების ბილეთს, სწავლობს სიმღერას და ივიწყებს მშობლიურ ენას. მრავალი წელი გადის. ახლა კი საყვარელი გოგონა, დაუვიწყარი ლამაზი ხმით დაჯილდოვებული, პარიზში ხვდება. სიყვარულის აკვანი და მშვენიერების ნაზი ასაკი ნაყოფს იძლევა. ამოუცნობი გრძნობა და პირველი ვნება მთლიანად იპყრობს გულმოდგინე გოგონას. მაგრამ მოულოდნელად უღრუბლო ბედნიერებას არღვევს ომის დაწყება და ნაცისტების შემოსევა.

ნანდუ ქუჩის ბიჭია, რომელიც საბრძოლველად დაიბადა. ის ადვილად უმკლავდება ყველას, ჩხუბისთვის კი - ეს არის კარგი თვისება, რომელიც ეხმარება გადარჩეს ქუჩის მძიმე პირობებში. სრულიად აღვირახსნილი, აგრესიული, გამარჯვების წყურვილით მცხოვრები ეს ველური კრივი სულ ახალ დონეზე აიყვანს, მოწინააღმდეგეებს თვალდახუჭულ ნოკაუტში აგდებს. ნანდუ თავისი პრინციპებით ცხოვრობს, მეგობრები პატივს სცემენ და ოცნებობს ადგილობრივი ბანდის წევრი გახდეს. მაგრამ მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა პინკი პალკარს ხვდება.