მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.

ვეტერანი მრბოლელის დახმარებით, ნიჭიერი მაგრამ გამოუცდელი კოულ თრიკლი თავადაც მრბოლელი ხდება. მას თავისი გუნდის წევრთან მუდმივი პაექრობა აქვს და როდესაც რბოლის დროს მათი მანქანები ერთმანეთს შეეჯახება, მისი კარიერა ეჭვის წვეშ დგება. შესაძლოა კოლი გამოჯანმრთელდეს და შიშსაც დაძლევს.