ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი, წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.

როსელინის საომარი ტრილოგიის ბოლო ფილმი. ამ ფილმში მოქმედება ომის შემდგომ გერმანიაში ხდება. ის განსხვავდება ფილმებისაგან, სადაც მოქმედება გერმანელებისაგან ოკუპირებულ რომში ან ომის შემდგომ იტალიაში ხდება.12 წლის ბიჭი ედმუნდი ყველაფერს აკეთებს მისთვის და ოჯახის წევრებისათვის საკვების საშოვნელად.

ჯეიკ ტაილერი მთელ ოჯახთან ერთად გადადის ორლანდოში, რათა მხარი დაუჭიროს უმცროს ძმას წარმატებული ჩოგბურთის კარიერაში. ჯეიკი, რომელიც მშობლიურ ქალაქში საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავი იყო, თავის ახალ ადგილას გარიყულად იქცევა. ცდილობს როგორმე მოერგოს ახალ საზოგადოებას, ჯეიკი იღებს მომხიბვლელი თანაკლასელის ბაიას მიწვევას წვეულებაზე. იქ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ჩხუბი ერევა ადგილობრივ მოძალადე რაიანთან, რის შედეგადაც მას სცემენ და ამცირებენ.