ვუდი, ბაზი და ენდის დანარჩენი სათამაშოები უკვე წლებია თაროზე აწყვია. ენდი გაიზარდა და კოლეჯში მიდის, სათამაშოები კი შეცდომით საბავშვო ბაღში აღმოჩნდებიან. მეგობრებმა ერთად უნდა მოახერხონ გაქცევა და ენდისთან დაბრუნება

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.