როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

დენი და უილერი იმ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. უილერი ყველაფერზე ხალისობს, დენის კი აღარაფერი ახარებს, ყველაფერთან ერთად მას შეყვარებული გოგონა ტოვებს. ერთხელაც ისინი მეპატრონის სატვირთო მანქანას გადააყირავებენ და სასამართლოში აღმოჩნდებიან. საბოლოოდ მათ შეუმსუბუქებენ სასჯელს და ბავშვების აღსაზრდელ პროგრამაში ჩართავენ. დენი და უილერი ერთ დღეში ხვდებიან, რომ ციხეში ჩაჯდომა ჯობდა.

ახალი ავანტიურა საშა ბერონ კოენისგან, 'ბორატის' ავტორისგან. ამ ჯერად ბრიტანელი კომიკოსი საკუთარ თავს ჰომოსექსუალისტებისთვის განკუთვნილი არხის ტელეწამყვანს განასახიერებს და ყველას ვისთანაც საქმეს დაიჭერს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს .