ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია.

სუპერჯაშუში ჯოსელინ ბომონტი იგზავნება აფრიკულ ქვეყანაში ადგილობრივი დიქტატორის ნჟალის მოცილების მისიით. მისიის დროს საფრანგეთის მთავრობა რადიკალურად ცვლის ურთიერთობას დიქტატორთან და კეთილგანწყობის გამო ღალატობს თავის აგენტს.

ამერიკული წყალქვეშა ნავის გამოუცდელი კაპიტანი აშშ საზღვაო ძალებთან ერთად ყველაფერს აკეთებს რუსი პრეზიდენტის გადასარჩენად, რომელიც გაიძვერა გენერალმა გაიტაცა.

CIA-ს ანალიტიკოსი ჯეკ რაინი ჩართულია უკანონო ბრძოლაში ამერიკის ხელისუფლების მხრიდან კოლუმბიის ნარკომანთა კარტელის წინააღმდეგ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავლის იდეალურ სამყაროში, სამყაროში დანაშაულისა და ომების გარეშე. და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მდიდრული, მშვიდი ცხოვრება იცვლება ანარქიით. ამ ღამეს ყველაფერი ნებადართულია: ქუჩების სიბნელეში ზოგი შურს იძიებს, ზოგი გართობას, ზოგიც ცდილობს გათენებამდე გადარჩეს..

ბოსნიაში რიგითი მისიის დროს პილოტი კრის ბარეტი შემთხვევით ფოტოზე იმას აღბეჭდავს, რაც მას არ უნდა დაენახა და როდესაც მისი თვითმფრინავი მტრის ზურგში ჩამოვარდება , ის იძულებულია სერბების სასტიკ გენერალს გაექცეს და თავი გადაირჩინოს, რაშიც მისი მეთაური, საკუთარი კარიერის ფასად ეხმარება.