ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.

მომავალი მოცეკვავე სკოტ ჰასტინგსი დაუპირისპირდება საცეკვაო დარბაზის გუნდს, რა დროსაც ერთ-ერთი დამწყები მოცეკვავე, სკოტზე შეყვარებული, იწყებს მასზე ნადირობას, თუმცა ხვდება, რომ ის მისთვის არაფრისმთქმელია. ფილმი ხიბლავს და 100%-ით შორდება რეალობას, საბოლოო ტრიუმფი კი გულს წამით აჩერებს.

რეიჩელი წერს კულინარიულ წიგნებს, რომლებიც დიდი ტირაჟით გამოიცემა, გულში კი მალულად შვილზე ოცნებობს... ის მარკია - ჟურნალისტი ვაშინგტონიდან. მათ ერთმანეთი სწორედ მაშინ გაიცნეს, როდესაც სიყვარულზე და ოჯახის შექმნაზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ...