გაიცანით მკურნალი ადამსი – ექიმი, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი კოლეგებისგან. ადამსმა თანამედროვე მედიცინაში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა. თურმე, ყველანაირი ავადმყოფობისგან საუკეთესი წამალი სიცილია. და ექიმი ადამსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი პაციენტები გააცინოს!

მოქმედება ხდება სოციალისტურ კუბაში, სადაც ხალხი კვლავ ტკბება რეჟიმის სიამოვნებით. ახალგაზრდული კომუნისტური კავშირის წევრი, უბრალო და ვიწრო აზროვნების ბიჭი დავითი შეხვდა ჰომოსექსუალ დიეგოს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სისტემას და უყვარდა ხელოვნება და ლიტერატურა. დავითი, რომელიც თავიდან მტრულად აიღებდა „ცისფერი“, თანდათან უფრო ახლოს ეცნობა მის დახვეწილ კეთილ გულს და როცა გამოფენის მხარდაჭერის გამო ქვეყნიდან გააძევეს, ისინი ნამდვილ მეგობრებად შორდებიან.

ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.

პატარა საკურორტო ქალაქ მისტიკაში საზაფხულო სეზონი დამთავრდა. დამსვენებლებისაგან ქალაქი დაცარიელდა. პატარა კაფე - "მისტიკური პიცის " სამი ახალგაზრდა ოფიცინატი ოცნებობს რომანტიულ სიყვარულზე. ჟოჟო ცოლად უნდა გაჰყვეს ბავშვობის მეგობარს და ჯვრისწერის დროს საკურთხეველთან გული წაუვა. კეიტი შეყვარებულია ტიმზე, ის ლამაზი და ცოლიანი მამაკაცია. დეიზის კი შეუძლია თავბრუ დაახვიოს ნებისმიერ მამაკაცს.