განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.

სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.

პირველი ფილმი ტრილოგიიდან კომისარ ჟიუვის დაუჯერებელ თავგადასავლებზე, რომელიც ფანტომასს დასდევს დასაჭერად. ჟან მარემ შეასრულა ასევე ჟურნალისტ ფანდორის როლი.

მას შემდეგ, რაც კომისარი ლეგიონის ორდენს იღებს ფანტომასის ლიკვიდაციისთვის, ის კვლავაც ჩნდება და იტაცებს პროფესორ მარშანს, რათა მისგან სასტიკი იარაღის საიდუმლო გაიგოს. მაგრამ ამ იარაღის დამონტაჟება მეორე მეცნიერის - პროფესორ ლოფერის გარეშე შეუძლებელია. კომისარი ჟუვი იყენებს თავის წარმოუდგენელ გამოგონებებს, რათა დაიცვას პროფესორი, რომელსაც საფრთხე ელოდება.

ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან.

ექიმ ბრიუს ბანერის ისტორია, რომელიც საკუთარი დაავადების გაქცინაზე მუშაობს. ეს დაავადება მას ემოციური სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადააქცევს. ბრიუსი თითქმის პოულობს ვაქცინას, მაგრამ ყველაფერი წყალში იყრება, როდესაც მას წარმოუდგენლად ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

ინგლისი, 50-იანი წლები. ახალგაზრდა ჯო ბორანზე მუშაობს, სადაც ცხოვრობენ ლეისი, მისი ცოლი - ელა და მათი შვილი. ოდესღაც ჯო მწერალი იყო, მაგრამ ახლა გლაზგოსა და ედინბურგს შორის დაცურავს და ქვანახშირი გადააქვს. ელთხელაც კაცები არხში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს პოულობენ. დაღუპულის ვინაობა არავინ იცის, ჯო კი მალავს, რომ ოდესღაც ისინი საყვარლები იყვნენ.