სუნ ვუ - ცივსისხლიანი, პედანტური შემსრულებელია, რომელიც ერთ-ერთი მაფიოზის ღამის კლუბში მენეჯერად მუშაობს. ბოსმა მას ხი-სუს თვალთვალი დაავალა.

საკულტო სერიალის - ”Firefly” გაგრძელება. სამოქალაქო გალაქტიკური ომის ვეტერანი მალკოლმ რეინოლდსი, ახლა ხომალდ სერენიტის კაპიტანია და კოსმოსში პატარა დანაშაულებებს იძიებს. მას პატარა, მაგრამ ძალიან მეგობრული გუნდი ჰყავს. ერთხელ ის თავის ხომალდზე ორ მგზავრს შეიკედლებს.

სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.

ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან.