მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ფილმის მოქმედება მაყურებელს 50-იან წლებში მიჰყავს. ზაფხული დასასრულს უახლოვდება, მაგრამ გართობის სეზონი დაჩრდილა ბიჭის იდუმალი გაუჩინარებამ. ოთხი თინეიჯერი მეგობარი მის საძებნელად მიდის. ბავშვებმა აიღეს რთული დავალება, რადგან სურთ რაც შეიძლება მალე დაბერდნენ.