პენსიაზე გასასვლელად მომზადებული ვეტერანი ჯაშუში ნათან მუირი შეიტყობს მისი ძველი პროტეჟესა და მეგობრის, ტომ ბიშოფის შესახებ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია პეკინში და სასიკვდილოდაა განწირული. მიუხედავად მათი ცუდი ურთიერთობისა, მუირი თანხმდება მისიაზე ბიშოფის გადასარჩენად.
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ.
გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტი ქალი იძულებულია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში “მის ამერიკა”, რათა საშიში ბოროტმოქმედი გამოავლინოს.
როდესაც ბრუკლინში ავტობუსი ფეთქდება და ნიუ-იორკის ქუჩებში სისხლიანი ტერორი იწყება, ხაბ ხაბატი, ფედერალური ბიუროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მეთაური ბრძანებას იღებს, რომ დააკავოს დამნაშავეები. ელიზა კრაფტი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო აგენტია. ხაბი და ელიზა ერთიანდებიან ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა.