ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა აგენტი ქალი ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტებთან ერთად მონაწილეობს მექსიკური კარტელის ბოსის დევნის ოპერაციაში. აგენტები მექსიკაში გადადიან , ხვდებიან ტერიტორიაზე სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს, სუფევს ძალადობა და სრული ქაოსი.

გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.

ფილმი ბრუკლინელ პოლიციელებზე, ქალაქის სისასტიკით ცნობილ ნაწილში, ბრაუნსვილში ვითარდება. ნიუ–იორკის პოლიციის განყოფილების სამოცდამეხუთე უბანში. სამი პოლიციელი ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი "დაშვებულ" დაrn "დაუშვებელ" ქმედებას შორის .

ყოფილი კორპორატიული რეიდერი გორდონ გეკო ციხიდან გათავისუფლდება და ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფ ახალ სამყაროში შემოდის. ის არის დინოზავრი, რომლის მეთოდებიც მოძველებულია და მისი რეპუტაცია გაფუჭებულია. მაგრამ სწორედ ის ირჩევს პარტნიორად ახალგაზრდა მოვაჭრე ჯეიკობ მურს, რომელიც სთავაზობს გეკოს გარიგებას: ის აუმჯობესებს მოხუცის ურთიერთობას თავის ქალიშვილთან, რომელიც მას თერთმეტი წელია არ უკავშირდება და გორდონს ადანაშაულებს ძმის თვითმკვლელობაში. და ის ეხმარება იაკობს, რომელიც გოგონას ზრუნავს, ფინანსური კიბის მწვერვალზე ასვლაში.