გაო სოფლის სკოლის მასწავლებელია, მას უზომოდ უყვარს მოსწავლეები და საკუთარი საქმე. მოულოდნელად მას ავადმყოფი დედის გამო წასვლა უწევს.ქალაქის მერი კი მხოლოდ 13 წლის გოგონას ნახავს მის შემცვლელად. გაო გოგონას ათ იუანს ჰპირდება თუ მისი არყოფნის დროს არც ერთი მოსწავლე არ მიატოვებს სწავლას, მაგრამ მალე ზუსტად ეს ხდება.

ლილანდი მგრძნობიარე ახალგაზრდაა. მას შემდეგ, რაც აუტიზმით დაავადებულ მოზარდს კლავს, მცირეწლოვანთა კოლონიაში ხვდება.

ტერი მარტინისთვის მამის სიკვდილის შემდეგ, თითქოს, დრო გაჩერდა. ნიჭიერი პოეტი და მოსიყვარულე ქმარი მამისგან მიღებული მემკვიდრეობის მართვაზე ზრუნვით დაკავდა. ულამაზეს ცოლს ზენდალის კი ყურადღება მოაკლდა. ერთხელაც ტერის ძველი მეგობარი - ჯონი კოლინზი ესტუმრება. კოლინზს საოცრად მოეწონება ზენდალი. მეგობრის ცოლი მხატვრის საყვარელი ხდება. ტყუილი, ღალატი და ვნება კი - სამი ადამიანის ცხოვრების შემადგენილი ნაწილი.