მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის დეტექტივმა ანდრე სტენდერმა სასტიკ მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა სისტემიდან, რომლის წევრიც იყო, თავი დაეღწია. სტენდერმა ორმაგი ცხოვრება დაიწყო - სამსახურში შესვენებაზე ძარცვავს ბანკებს, შემდეგ კი, დანაშაულის ადგილზე გამომძიებლის სტატუსით ბრუნდება.

სემი, ყოფილი როდეოს ჩემპიონი ალიასკაზე ცხოვრობს , ღვთისაგან მიტოვებულ ქალაქში. ელვუდი ორ მამაკაცთან ერთად იმავე სასტუმროში დაბინავდება , სადაც სემი ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ელვუდი დანაშაულთანაა დაკავშირებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალაქი შეძრა ...