იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე ძმაკაცის მიმართ.

ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.

1925 წელი. დოჯ კონელი - ფეხბურთელთა კაპიტანია, რომელიც ცდილობს თავისი გუნდი მთელს ამერიკაში გახადოს ცნობილი. იმ დროს, როდესაც გუნდი სპონსორს კარგავს და ლიგაც დაშლის პირასაა, დოჯი ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავს ითანხმებს, რომ მის გუნდს შეუერთდეს. დოჯი დარწმუნებულია, რომ ამით მთელი ქვეყნის ყურადღებას მიიქცევს. ასე ჩნდება გუნდში კარტერ რეზერფორდი.