რენტონი ოცნებებით ცხოვრობს და მისი ოცნება ჰეროინია. ფილმში ნაჩვენებია, როგორ იტანჯებიან რენტონი და მისი შეუჩერებელი მეგობრები აგონიისა და ექსტაზის მდგომარეობით. სასმელი, ჩხუბი, სექსი და შოტლანდიის ყველაზე საზიზღარი ტუალეტი ირვინ უელშის რომანის ეკრანიზაცია.

ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება.

ჩილი პალმერი კინო ინდუსტრიის შემდეგ ბიზნესში ბრუნდება, მხოლოდ ამჯერად მუსიკალურ მიმართულებას ირჩევს, რომელიც აღმოჩნდება არანაკლებ სარფიანი და პრობლემური ვიდრე ადრინდელი საქმიანობა. ჩილი პალმერს თავისი გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.