ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის უკაცრიელ ღამის ალეაში მაიკლ ო ჰარა იგერიებს ბანდიტებს, რომლებიც თავს დაეხსნენ როზალი ბანნისტერს. მაიკ ო ჰარა გიგანტია ბავშვის გულით, ის უმუშევარი მეზღვაურია. მან მიიქცია როზალის ყურადღება და ის შესთავაზებს მას სამუშაოს თავის ქმრის იახტაზე. როზალის ქმარი პოლიომელიტის გამო დაინვალიდებული ადვოკატია…

ორი მარტოსული - ფრენკი და ჯონი ერთმანეთს პატარა კაფეში შეხვდნენ. აქ ფრენკი ოფიციანტად მუშაობს ხოლო ჯონს მზარეულად აიყვანენ მას შემდეგ, რაც ის თვრამეტ თვეს გაატარებს ციხეში, ჩეკის გაყალბების გამო. ჯონი გულწრფელად გამოხატავს სიმპატიას ფრენკის მიმართ, მაგრამ ქალი არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეშინია კიდევ ერთხელ არ შეცდეს.

ნიუ-იორკელი დიზაინერი მელანი ქარმაიკლი ქალაქის ყველაზე სასურველ სასიძოზე დაინიშნება. მაგრამ მას საიდუმლოებით მოცული წარსული აქვს, ჯერ კიდევ სკოლაში სოფლელ ჯეიკს გაყვა ცოლად, რომელიც ახლა განქორწინებაზე არ თანხმდება. მელანი იძულებულია ალაბამაში დაბრუნდეს და ქმარი გაყრაზე დაითანხმოს.

მეხანძრეები ჩაკ ფორდი და ლარი ვალენტაინი ლოიალური მამაკაცები არიან,ამიტომაც,როცა დაქვრივებული ლარი მის მეგობარს სთხოვს, თავი მოაჩვენოს თითქოს მისი გეი პარტნიორია იმისათვის,რომ ლარიმ ბავშვების მეურვეობისთვის დამატებითი შეღავათები მიიღოს, ჩაკი დათანხმდება. ყველაფერი გართულდება, როდესაც ჩაკი და ლარი იძულებულნი გახდებიან შესამოწმებლად მოსულ ბიუროკრატს მათი ოჯახური იდილია აჩვენონ.

ნიკი ცოლს ლამაზ გამყიდველ ქალთან ღალატობს. მეუღლე კიტი, ძლიერ განიცდის ღალატს და არჩევანის გაკეთებას ითხოვს მისგან.

შურისმაძიებელი ნიუ-იორკელი ტრანზიტის პოლიციელი გადაწყვეტს მოიპაროს მგზავრებით დატვირთული მატარებელი. მისი დედინაცვლის შვილი, ჭაბუკი პოლიციელი ცდილობს მის დაცვას.

ლერი ჯილი დაბალი რანგის განგსტერია, რომელსაც დავალებული აქვს დიდი ძალაუფლების მქონე რაიონული პროკურორის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმის გატაცება, რადგან მათი მაფიის ბოსი ციხეში ჩაჯდომის საშიშროების წინაშე დგას. ჯილი ბიჭს ადვილად დაიყოლიებს და უპრობლემოდ წაიყვანს თავისთან, იმ პირობით, რომ ჯილი მას შემდეგ "მაშველების" სანახავად წაიყვანს.ყველაფრის მიუხედავად ბოსი მას მაინც არ ენდობა და ამიტომ სპეციალურად დაიქირავებს ქალს სახელად რიკი, რომელიც მას უთვალთვალებს.