ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.

მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.

70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სკეიდბორდის მიმართ ინტერესი შემცირდა, გამოჩნდნენ დოგთაუნელი ბიჭები, რომლებმაც ბორბლებიან დაფაზე გართობა, ნამდვილ სპორტად გადააქციეს. სანამ მათი პოპულარობა იზრდებოდა, სტეისი, ტონი და მათი თანამოაზრეები, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

ნიუ-იორკელი განგსტერი ბენ ბაგსი მივლინებით მიემგზავრება ლოს ანჯელესში. მექალთანე და ფიცხი ბაგსისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის მოშორება. ლოს ანჯელესი სავსეა სიცოცხლით, იქ იღებენ ფილმებს და ბაგსიც ყოვნდება მაშინ, როცა მისი ოჯახი სულ მოუთქმელად ელის მას. უკანა გზაზე იგი ლას ვეგასში გაჩერდება, ქალაქი მისი ახალი იდეების მოდერატორად იქცევა.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.