კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.

ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ამერიკელი ფეხბურთელი ბრიკ პოლიტი მეუღლესთან მეგისთან ერთად მამის, ჰარვი პოლიტის იუბილეზე ჩადის, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ახლობლებმა იციან, რომ ჰარვის დღეები დათვლილია, ყველანაირად ცდილობენ მემკვიდრეობის ნაწილის ხელში ჩაგდებას. მეგი ასევე სთხოვს ქმარს გააუმჯობესოს ურთიერთობა მამასთან, მაგრამ ბრიკს, რომელიც მიჩვეულია პრობლემების ალკოჰოლში დახრჩობას, არ სურს შერიგებაზე წასვლა. სახლში ვითარება იძაბება.

რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის,საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.

ორმა მთავარმა გმირმა, საიდმა და ხალედმა, თვითმკვლელობით ტერაქტი უნდა ჩაიდინონ ტელ–ავივში. ჩვენ გავხდებით ახალგაზრდა კამიკაძეების ბოლო სიცოცხლის დღის თვითმხილველები... ერთერთი მათგანი შეხვდება ქალს, რომელიც მას არა მარტო სიყვარულს, არამედ ბრძოლის ალტერნატიულ გზასაც შესთავაზებს. ის – პალესტინელი ლიდერის ქალიშვილია და დიდი ხანია მიხვდა ამ ბრძოლის ნიუანსებს... თუმცა უკვე გვიანია... მებრძოლები მზად არიან ოპერაციის შესასრულებლად.

ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი, დეტექტივი სკინერი, ცნობილი მედია-მაგნატის შვილის სიკვდილის მიზეზებს იძიებს. ის ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ სასტუმროში, სახელად "მილიონი დოლარი" ხვდება, სადაც ნარკომანები და ქურდები ბინადრობენ.