ფილმი "ბინა" ეკრანებზე მალევე გამოვიდა იმ წარმატების შემდეგ,რაც რეჟისორ ბილი უაილდერის ფილმს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", ხვდა წილად. ის წლის ყველაზე წარმატებულ ფილმად აღიარეს. ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით. მას თავადაც ხშირად უწევს ამ შემთხვევით სტუმრებთან შეხვედრა და ერთ ღამესაც იგი გადაუჭრელ პრობლემას წაააწყდება.

ფილმში მოთხრობილია ერთ ოჯახის ისტორია. ოჯახის მამა ტაივანში განთქმული შეფ-პოვარია, მისი ქალიშვილები კი სხვადასხვა პროფესიას ფლობენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობენ. ფილმში ორი თაობის ურთიერთობა ნაჩვენებია კულინარიის ფონზე.

ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.

ბედი შავი სანტას ნიღაბში ჯეკს რთულ არჩევანში აქცევს. მას შეუძლია იყოს საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტი, იცხოვროს მდიდრულ ბინაში, მართოს უახლესი ფერარი და მაინც იყოს ბაკალავრიატი. ან იქნებ გახდე მეოჯახე, მაგრამ იმუშავე საბურავების გამყიდველად, იყიდე ტანსაცმელი სუპერმარკეტში და მართე მინივენი.