ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.

უდიდესი დეპრესიის დროს, ბევრი აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე - სამუშაოს, სახსრების გარეშე. და არანაირი მომავლის იმედით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოდნენ და გარშემო მყოფთ მაგალითს აძლევდნენ თავისი საქციელით. ჯეიმს ბრედოკი ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო.

სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!

ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.

საშუალო სკოლის მასწავლებელი ლენს კლეიტონი ოცნებობდა გამხდარიყო მდიდარი და სახელგანთქმული მწერალი, მაგრამ არ აუხდა ეს ოცნება. ის ძველებურად პოეზიას ასწავლის დაბალკლასებში. ხელოვნების მასწავლებელ კლერს, რომელსაც ხვდება, არ სურს მასთან სერიოზული ურთიერთობები, შვილი კი არაფრად აგდებს. მიუხედავად ყველაფრისა ლენსი მაინც პოულობს მოკლე, მაგრამ სკანდალურ გზას პოპულარობისკენ.

ნამდვილი ისტორია დამწყები მსახიობის, პიტერ ტერნერისა და აღიარებული კინოლეგენდას, გლორია გრემის ურთიერთობის შესახებ. უიმედო დიაგნოზის შემდეგ, გლორია მიდის მისი ახალგაზრდა საყვარლის მშობლების სახლში, სადაც მთელი ოჯახი ცდილობს გაალამაზოს მისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები.

ამერიკელი დიპლომატი გემით ტოვებს ჰონგ-კონგს, გემზე ის გაიცნობს მშვენიერ ჰერცოგინია ნატაშა ალექსანდრას.

გამოგონილი ისტორია, რომელიც ინსპირირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი ქალი მოჭიდავეების პრომოუთერის ჯეკი კალენის ამბით. ფილმში ასახულია მისი ბრძოლა გადარჩენისთვის და წარმატებები მამრობითი სქესის დომინანტ სპორტში.