იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.

მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.

უკანასკნელი რვა წლის მანძილზე ძმები მამასთან ერთად ირლანდიის ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობდნენ. ერთხელ ბიჭებს ბიძა უყვება ჭორების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისინი ბოსტონის კათოლიკე მღვდელის მკვლელობაში არიან დამნაშავენი. ძმები ბოსტონში ბრუნდებიან საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად.

კარენ მაკკოი მრავალწლიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მას მხოლოდ ის გააჩნია, რაც აცვია. ადრე იგი ბანკის მძარცველი იყო, მაგრა ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მიუბრუნდეს თავის კრიმინალურ წარსულს და დარჩენილი სიცოცხლე შვილს მიუძღვნას.