რეტროკომედია ჯაზის კლასიკოსის - გიტარის ემეტ რეის შესახებ, რომელიც XX საუკუნის 30-ან წლებში ნაკლებად ცნობილი იყო. თვითონ და მისი შემფასებლები მასზე მაღლა მხოლოდ ჯანგო რეინჰარტს აყენებდნენ, გიტარისტ ბოშას, რომელიც პარიზის რესტორნებში მუშაობდა.

ფილმი შედგება სამი ნოველისაგან და გადაღებულია ფრენსის ფორდ კოპოლას, ვუდი ალენის და მარტინ სკორსეზეს მიერ.

ნიჭიერი ნიუ-იორკელი ბარმენი იამაიკაზე სამსახურს შოულობს და ულამაზესი გოგონაც შეუყვარდება.

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.