ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.

ჯო ფოქსი და კეტლინ კელი ურთიერთობენ ინტერნეტის საშუალებით. ჯოს ჰყავს შეყვარებული, კეტლინს ჰყავს შეყვარებული, მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი სულის გადაცემა ერთმანეთისთვის. კეტლინს აქვს პატარა საბავშვო წიგნის მაღაზია სახელწოდებით The Corner Store, რომელიც მან დედისგან მიიღო. მისთვის, მისი სამი თანამშრომლისთვის და მომხმარებლისთვის, ეს არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი - ეს არის სითბოს, ჰუმანურობისა და კულტურის ოაზისი. ჯო ფლობს გიგანტურ წიგნის მაღაზიათა ქსელს Fox & Sons. ისეთ კომპლექსს ხსნის ქეთლინის მაღაზიის გვერდით და მიდის მასთან, თითქოს ბავშვებისთვის წიგნის საყიდლად. ასე მოხდა მათი "ცოცხალი" გაცნობა.

მივიწყებულ მომღერალს ორი დღე აქვს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ჩარტების ლიდერი ჰიტი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცხოვრებაში წესიერი არაფერი დაუწერია, მას სტიმულს აძლევს წერის ნიჭით დაჯილდოვებული ექსცენტრიული ახალგაზრდა ქალი.