ქარს გამხმარი ფოთლები მიაქვს მიყრუებული ქალაქის ცარიელ ქუჩებში, და ამ ქუჩებიდან ერთერთზე გამოჩნდება განმარტოვებული მწირი - სამურაი სახელად სანზიურო. ის საერთოდ არ ჰგავს მომხიბვლავ ამერიკული ვესტერნის გმირებს, რომლებიც მუდამ სწორ მხარეს იჭერენ. სანზიურო - დაქირავებული მკვლელია, რომელიც მზადაა ყველაფერზე, მას არააქვს არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა, არც მორალი ააჩნია. დაუფიქრებლათ იმათ მხარეზე გადადის ვინც უფრო მეტს გადაუხდის. მის მოწინააღმდეგეები კი ადგილობრივი "მაგარი ბიღები" არიან, იმდენად ბოროტები, რომ სასაცილოებიც კი ხდებიან, ყველანაირი შეცოდების გარეშე.

კოსმოსურ მეგაპოლისში გენიალური მეცნიერი, დოქტორ ტენმა ცხოვრობს. თავისი დაღუპული შვილის სახსოვრად, მან რობოტი-ბიჭუნა შექმნა, რომელსაც ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისებები და სუპერგმირის ზებუნებრივი ძალები აქვს. ასტრო ბიჭუნას გული დაწყდა როდესაც გაიგო, რომ ნამდვილი ადამიანი არაა. მაგრამ ამასობაში ის სამხედრო დამნაშავეთა ინტერესის სფეროში მოექცა, რომლებსაც პატარა რობოტის ძალის გამოყენება სურთ დედამიწის დაპყრობაში.

ნიუტონების ოჯახი კომფორტულ სახლში ცხოვრობს, მაგრამ მათ რაღაც აკლიათ.ეს სიცარიელე ივსება პატარა ლეკვით, რომელიც მათ ოჯახში და ცხოვრებაში შემოდის.