ექიმი სეიერი ახალ წამალს გამოიგონებს, რომელიც ისეთი ავადმყოფების განკურნებაში უნდა დაეხმაროს, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ სეიერის გარდა, არავის სჯერა ამ ექსპერემენტალური წამლის მოქმედება. ექიმი რისკავს და იყენებს წამალს პრაქტიკაზე. და საოცრება ხდება: პაციენტი იღვიძებს 30 წლიანი ძილის შემდეგ.
იმპრესიონიტური ოდა მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით... არავითარი სიუჟეტი მხოლოდ ფანტაზია. აქ არის მხატვრის მიერ დანახული ცხოვრებისეული შფოთი და ორომტრიალი მისი სხვადასხვა გამოვლინებით.
აქსელი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში, სანამ მისი არიზონელი ბიძა ქორწილში არ დაპატიჟებს. ბიძამის სურს, რომ აქსელი ოჯახურ ბიზნესში ჩართოს. არიზონაში ჩამოსული აქსელი უცნაურ დედა-შვილს გაიცნობს და ერთერთ მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს.
ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.