როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.

ჯიმი ჩუმი ბიჭია, რომელის იზრდება მეზობელ თანაკლასელ სტისთან ერთად. სტი ერთხელაც აღმოაჩენს, რომ ჯიმი უყვარს.არც ერთმა არ იცის დაზუსტებით ,რა უნდა გააკეთონ.

ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.

ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

სტუდენტები ედი და სტიუარტი ერთად იზიარებენ საერთო საერთო საცხოვრებლის დიდ ოთახს. შეცდომით მათთან მოთავსებულია გოგონა სახელად ალექსი. ედი და სტიუარტი ზედმეტად გახარებულები არიან თავიანთი ახალი თანამეცხოვრის მოსვლით, მაგრამ მალე მეზობლებს შორის ურთიერთობა სასიყვარულო სამკუთხედად იქცევა. ალექსს შეუყვარდება ედი და სტიუარტი ეძებს ალექსის სიყვარულს. სექსუალური დაძაბულობა მწვავდება, როდესაც ედი ხვდება, რომ ის გეია და შეყვარებულია სტიუარტზე... გრძნობებში დაბნეული მეზობლები პოულობენ ორიგინალურ გამოსავალს სიტუაციიდან ...