მეძავი კაბირია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რომის რაიონში მუშაობდა, როგორც ყველა მისი დაქალი ვულგარული, ჭუჭყიანი, ჩხუბის მოყვარე და ენა მახვილია. მაგრამ თავისი უძველესი და ცინიკური პროფესიის მიუხედავად, ის ბავშვივით გულუბრყვილო და კეთილია, მანიაკალური მონდომებით იმედოვნებს თავისი ოცნების მამაკაცი იპოვოს და პატიოსანი ქალი გახდეს. მის გულს სწყურია სიყვარული, მაგრამ სამყარო სასტიკია.

მოდელი მეგნა მათურის სურვილია მუმბაიში წასვლა, მისი ოცნებაა გახდეს სუპერმოდელი. მის თვალებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მსოფლიო მოდის გლამურისა და ხიბლის მიღმა ისე არაა, როგორც ჩანს.

ბუჩ სტაინი, მეტსახელად “ტყვია” რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ შინ ბრუნდება, მაგრამ ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობის მიუხედავად მას კვლავ დანაშაულებრივი სამყაროს მორევი ითრევს.