1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს

ფილმი "გზის განაპირა" არის ორ ორმოცს გადაცილებულ მამაკაცზე პოლ ჯიამატის და ტომას ჰეიდენ ჩერჩის მონაწილეობით, რომლებიც ერთი კვირით დასასვენებლად სანტა ბარბარაში მიდიან.

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.

ისინი ყველაზე მაგარი პოლიციელები არიან ქალაქში. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. დეივ სტარსკს ყველაზე მაგარი მანქანა ჰყავს , კენ ჰატჩი კი - ყველაზე კარგი სპეციალისტია გოგონების საკითხში. მიუხედავად ყველაფრისა , მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ და ისინი იძულებულნი არიან რამე ხმაურიანი საქმე გახსნან . მეგობრებს ამისათვის კარგი შანსი ეძლევათ.

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.