პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.
ისინი დაბლები არიან, მაგრამ სისასტიკით მათ არც ერთი დედამიწაზე არსებული არსება ვერ შეედრება - ეს კბილოსნები არიან! ბეწვიანები დაუნდობელი მხეცები კოსმოსიდან ჩამოფრინდნენ, იმისათვის, რომ ადამიანთა ცივილიზაცია გაანადგურონ. და დაიწყეს კანზასიში სოფლის ფერმიდან, სადაც გადაჭამეს ყველაფერი, რაც კი პირში მოხვდათ, რა თქმა უნდა ადამიანების ჩათვლით. საბედნიეროდ კოსმოსში მამაცი გმირები არსებობენ, რომლებიც საშველად მოდიან შეშინებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. მხოლოდ ძალების გაერთიანება და სწორად არჩეული სტრატეგია დაეხმარებიან დაუპატიჟებელი სტუმრების დამარცხებაში.
უმუშევარი მაიკ ალვარეზი ყველანაირი ძალებით ცდილობს რამენაირი შემოსავალი მაინც ნახოს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში ახალი გადაყვანილი ჯიმ დევიდი კი, თავის მძიმე სამუშაოს ეწევა ქალაქის ქუჩებში. მეგობრები ორი დღე ლოს-ანჟელესის ქუჩებში დაკატაობენ და უკან პრობლემებს ტოვებენ, რაც მერე უკან უბრუნდებათ.
სემ ვიტვიკი ნორმალური ცხოვრებისათვის ავტობოტებს ტოვებს. მაგრამ, რადგანაც მისი გონება სავსეა უცნაური სიმბოლოებით, დესეპტიკონები მიზანში ამოიღებენ მას და კვლავ ტრანსფორმერების ომში ჩაითრევენ.
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.