მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.
აშშ-ს ელიტის დივერსიული სპეცრაზმის გენერალი ფრენსის ჰუმელი თავის საუკეთესო ქვეშევრდომებთან ერთად იპარავს სასიკვდილო გაზის რაკეტებს. შემდეგ კი ის ტურისტებს მძევლად აიყვანს ყოფილ ალკატრასის ციხეში. ფრენსისი FBI-ს დირექტორს ანგარიშზე 100 მილიონი დოლარის გადარიცხვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სან-ფრანცისკოს სარაკეტო შეტევას განახორციელებს.
დამნაშავეების მიერ დაგეგმილი დიდი ტერორისტული თავდასხმის დეტალების გასამჟღავნებლად, FBI-ის აგენტი შონ არჩერი თანხმდება რთულ ქირურგიულ ოპერაციაზე. ის ახალ სახეს იღებს, კომაში მყოფ ტერორისტ კასტორ ტროას სახეს. თუმცა, მოულოდნელი ხდება: ტროა იღვიძებს და ქრება არჩერის სამოსით. შონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა – მას არა მარტო სიცოცხლისთვის, არამედ ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლისთვისაც უწევს ბრძოლა.
ყოფილ ფედერალურ აგენტ უილ გრეჰემს, რომელიც ერთხელ თავად ძლივს გადაურჩა სასტიკი ჰანიბალის,ეგრედწოდებული "კანიბალის" კლანჭებს, კვლავ უწევს მასთან ურთიერიერთობა. როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ლექტერს შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას ახალი სერიული მკვლელის, ფრენსის დოლარჰაიდის დაჭერაში. მაგრამ რამდენად სანდოა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა?
ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.
სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს.