ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.
1572 წლის 24 აგვისტოს ღამე, ცნობილი როგორც ბართლომეს ღამე. საფრანგეთში რელიგიური ომი მიდის. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, მშვენიერი და ამაყი პრინცესა მარგო, კათოლიკური მეფის კარლ IX და, ცოლად პროტესტანტს გენრიხ ნავარსკის უნდა გაყვეს. ქორწილის მერე კი ბართლომეს ღამე მოხდა, რომელსაც სასტიკმა ეკატირინა მედიჩიმ გაუწია ორგანიზება.
რომანტიკული ამბავი გვიჩვენებს მაღალი საზოგადოების დიდებულებასა და თვალთმაქცობას XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. ნიულანდ არჩერი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც გულის სიღრმეში სურს ნამდვილი ვნება მის ყოველდღიურ არსებობაში. ტკბილ და კეთილგანწყობილ მეი ველანდთან ნიშნობა მას კეთილგანწყობილ და წყნარ ცხოვრებას ჰპირდება. მაგრამ როდესაც ბიძაშვილი მეი ბრუნდება ნიუ-იორკში საჯარო სკანდალის შემდეგ, ნიულენდი მისი საიდუმლო ძალისა და ენით აუწერელი სილამაზის ქსელშია მოხვედრილი. ახლა ის იძულებულია გააკეთოს არჩევანი მის მიერ ნაცნობ სამყაროსა და სამყაროს შორის, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.