რომის იმპერია კრიზისშია, მხედართმთავარი მარკუს ვინიციუსი ბრძოლიდან ქალაქში ბრუნდება და შეუყვარდება ქრისტიანი ქალი, სახელად ლიგია. სიგიჟით შეპყრობილი ნერონი კი უკიდურეს ბოროტმოქმედებებს სჩადის, იგი წვავს რომს და ამას ქრისტიანებს აბრალებს. ვინიციუსი მიჰქრის ნერონის რისხვისგან ლიგიას დასახსნელად, ამ დროს კი მათ ირგვლივ რომის იმპერია ინგრევა.
ფილმი ეველინ ვაუს 1945 წლის კლასიკური ბრიტანული ნოველის ეკრანიზაციაა. ბრაიდსჰედში დაბრუნება მოგვითხრობს აკრძალულ სიყვარულზე და უმანკოების დაკარგვაზე, ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომამდე ხდება.