მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ რესტორანთან მოჰკრა თვალი.
პატარა საკურორტო ქალაქ მისტიკაში საზაფხულო სეზონი დამთავრდა. დამსვენებლებისაგან ქალაქი დაცარიელდა. პატარა კაფე - "მისტიკური პიცის " სამი ახალგაზრდა ოფიცინატი ოცნებობს რომანტიულ სიყვარულზე. ჟოჟო ცოლად უნდა გაჰყვეს ბავშვობის მეგობარს და ჯვრისწერის დროს საკურთხეველთან გული წაუვა. კეიტი შეყვარებულია ტიმზე, ის ლამაზი და ცოლიანი მამაკაცია. დეიზის კი შეუძლია თავბრუ დაახვიოს ნებისმიერ მამაკაცს.